საქართველოში ვიზიტით მყოფი ამერიკელი კონგრესმენები წეროვანში, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრს ეწვივნენ. ესაუბრეს , საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს.
ამერიკელმა სტუმრებმა ცენტრის ინფრასტრუქტურა და ახალი სარეაბილიტაციო ცენტრის სამშენებელო სამუშაოებიც დაათვალიერეს. დასავლური სტანდარტების სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც წლის ბოლომდე გაიხსნება, აშშ-ის მხარდაჭერით შენდება და უახლესი ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი.
საქართველოში, ვიზიტის ფარგლებში, კონგრესმენებმა თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაშიც მიიღეს მონაწილეობა. კონფერენციის ფარგლებში მათ საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან გამართეს შეხვედრა.