მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებული მწვრთნელები ყოველთვიურად 50-დან 70 ლარამდე დანამატს მიიღებენ. გარდა ამისა, აღნიშნულ პირებს დამატებით ასევე შეიძლება მიეცეთ 10 ლარი, თუ ისინი ფლობენ მწრთვნელის დიპლომს, ან შესაბამისი ფედერაციის მიერ გაცემულ ლიცენზიას. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მწვრთნელის მიერ აღზრდილი 1 სპორტსმენი მონაწილეობდა ეროვნულ ჩემპიონატში, ან ორმა სპორტსმენმა მაინც დაიკავა საპრიზო ადგილი ადგილობრივ შეჯიბრებებში, თანხას კიდევ 10 ლარი დაემატება. ამ ეტაპზე 200-მდე მოქალაქეა რეგისტრირებული. პროგრამის განსახორციელებლად, წელს სამინისტრომ 60 ათას ლარამმდე თანხა გამოყო.