ბათუმში, კინოთეატრ ''აპოლოსთან'', სადაც დაახლოებით 5 საათში, ფილმის პრემიერა უნდა გაიმართოს, პოლიციელები უკვე იკრიბებიან.
გამსახურდიას ქუჩაზე დგანან სახანძრო და სამაშველო სამსახურის ავტომობილებიც, ადგილზე მეხანძრეებიც იმყოფებიან.
''და ჩვენ ვიცეკვეთ'' - ფილმის ჩვენება 22:00 საათზე უნდა დაიწყოს. 154-ვე ბილეთი გაყიდულია.
ადმინისტრაცია მოქალაქეებს მოუწოდებს, კინოთეატრთან ადრე მივიდნენ, რადგან მათი უსაფრთხოდ შესვლა და დარბაზში განთავსება მოხერხდეს.
ლევან ვასაძისა და "ქართული მარშის" მომხრეები რამდენიმე დღეა უკვე აანონსებენ, რომ ფილმის ჩვენებას ჩაშლიან.