ერთი ხეობის ფოლკლორი--ჭვანის ხეობის მუსიკალური საღამო ბათუმის ხელოვნების ცენტრში გაიმართა. გამოფენა-კონცერტზე, 1930-იან, 50-იან და 70-იან წლებში ჭვანის ხეობაში ჩაწერილი ტრადიციული, მრავალხმიანი სიმღერები გაცოცხლდა.
ღონისძიება ჭვანას ხეობის ტურისტული განვითარების კონცეფციის პრეზენტაციით გაიხსნა. ასევე წარმოდგენილი იყო ჭვანის ხეობის ისტორიისა და ყოფა-ცხოვრების ამსახველი ექსპონატები. კონცერტი საპატიო ჭვანელისა და საპატიო შუახეველის დაჯილდოებით დასრულდა. საპატიო ჭვანელის ტიტული ჭვანის ანსამბლის ხელმძღვანელ ტარიელ ბოლქვაძეს გადაეცა. საპატიო შუახეველის ტიტული კი ნოდარ ქათამაძემ მიიღო.