დეკანოზი, დავით ისაკაძე მეუფე გრიგოლს მკაცრად აფრთხილებს. მისი თქმით, ფოთელმა მიტროპოლიტმა გრიგოლმა პირდაპირ თუ ირიბად მხარი დაუჭირა პეტრე ცაავას „ამორალურ" ქმედებას.
დეკანოზის თქმით, იმით, რომ მეუფე გრიგოლმა არ მიიღო მონაწილეობა სინოდის ბოლო კრებაზე და შემდგომ განაცხადა, რომ უკვე ყოფილი მეუფის პეტრე ცაავას განცხადების საფუძველზე სინოდალური განხილვა უნდა დაწყებულიყო, არის პატრიარქთან დაპირისპირების მცდელობა და იმ ჯგუფების მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს ეკლესიას უპირისპირდება.