ბათუმში ფილმის ჩვენებაზე კინოთეატრში ხალხს არ შევუშვებთ - "ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება"

05 ნოემბერი 2019, 12:43 5198 ნახვა

გურამ ფალავანდიშვილი და დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებენ, რომ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებისას მაყურებლებს კინოთეატრებში არ შეუშვებენ. 

„ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოებას“ მხარს უჭერს ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძეც. ის არ გამორიცხავს, რომ „ამირანსა“ და „აპოლოში“ ჩვენების დროს ელექტროენერგია გაითიშოს.

ფალავანდიშვილის განცხადებით, 8, 9 და 10 ნოემბერს კინოთეატრების პიკეტირებას მოახდენენ.

„პრაიდის შემდეგ კიდევ გვიწევს, ხელში ავიღოთ სახელმწიფოს ვალდებულება, რომ დავიცვათ ჩვენი შვილები და აღვასრულოთ კანონი. ჩვენი მძევალი სახელმწიფოა, ექვემდებარება სოდომისტურ მაფიას, კინოთეატრებში თავის შვილების გასარყვნელ სიბინძურეს მწვანე შუქი აუნთო. ქართველ ხალხს და ერს აქვს ვალდებულება, დაიცვას კანონი ყველა წესრიგის დაცვით, მაგრამ ფიზიკური ხელის შეშლით. არც ერთ კინოთეატრში არ უნდა მოხდეს ამ ფილმის ჩვენება“, – განაცხადა ფალავანდიშვილმა.

გურამ ფალავანდიშვილი მოუწოდებს მთავრობას, აღკვეთოს ფილმის ჩვენება. „პოლიცია თუ დაიცავს მათ, ის დაიცავს ჩვენი შვილების გარყვნას. ხდება უკანონო მოძალადე. ჩვენ უნდა დავუდგეთ პოლიციასაც. პოლიცია თუ ხელს შეგვიშლის, ჩვენ შევუშლით ხელს, რომ არ დაიცვას ამ სიბინძურის ჩვენება. გვაქვს იმედი, რომ პოლიცია ქართველ ხალხს არ დაარბევს“, – განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) კანის კინოფესტივალის ერთ-ერთ საკონკურსო სექციაში Director’s Fortnight, 25 ფილმს შორის მოხვდა. სიუჟეტი ახალგაზრდა მოცეკვავის შესახებ არის, რომლის ცხოვრებაც რადიკალურად მას შემდეგ იცვლება, რაც ამბიციური მეტოქე უყვარდება. ფილმის ავტორი ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორი ლევან აკინია.

ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში