ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში მონაცემები შეიცვალა და „დინამო“ თბილისი ბათუმელებს 2 ქულით უსწრებს. 33-ე ტურის შეხვედრების მიხედვით, მოქმედი ჩემპიონი - „საბურთალო“ სტუმრად გორის „დილასთან“ 0-2 დამარცხდა და მნიშვნელოვანი 3 ქულა დაკარგა. თბილისის „დინამომ“ კი ქუთაისის ტორპედო დაამარცხა 2-1 და ბათუმელებს გადაუსწრო.
ამ ეტაპზე, 66 ქულით თბილისელები ლიდერობენ, 64 ქულით მეორე პოზიციაზეა „დინამო“ ბათუმი, მესამეზე კი საბურთალოა 61 ქულით. 34-ე ტურის შეხვედრას ზღვისპირელები 8 ნოემბერს გამართავენ და ბოლნისის სიონს უმასპინძლებენ. მატჩი ანგისის საფეხბურთო ბაზაზე 19 საათზე დაიწყება. ეროვნული ლიგის დარულდებამდე სამი ტურია დარჩენილი და სამივეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.