ბათუმელი მკლავჭიდელები მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ

02 ნოემბერი 2019, 23:46 2993 ნახვა

ბათუმელი მკლავჭიდელები ზურაბ თავბერიძე და მარინე ფუტკარაძე მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ. მარინემ ჩემპიონობა პარა სპორტსმენებს შორის მოიპოვა. 

ვერცხლის მედალს დაეუფლა მარცხენა მკლავში ასევე ბათუმელი ლევან პოღოსიანი. რუმინეთის ქალაქ კონსტანტაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე რამდენიმე დღის წინ იზეიმეს ჩემპიონობა 21 წლამდე ასაკში მარი ნოდიამ და დიტო ბუკიამ. 

საერთო ჯამში  ბათუმიდან შეჯიბრებაზე 8 სპორტსმენი გაემგზავრა მათგან უკვე 4 მსოფლიო ჩემპიონია. ჩემპიონატი ხვალ დასრულდება სადაც ლევან პოღოსიანი მარჯვენა მკლავში იასპარეზებს და კიდევ აქვს შანსი მედლის მოპოვების.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი