ქობულეთში მოქალაქეებს წავი ''გიგანტური ვირთხა'' ეგონათ და მაშველები გამოიძახეს

02 ნოემბერი 2019, 21:51 32380 ნახვა

ქობულეთში, სანაპიროსთან ახლოს, დიდი ზომის წავი იპოვეს, მოქალაქეებს „გიგანტური ვირთხა“ ეგონათ და მაშველები გამოიძახეს. 112-ში უცნაური შეტყობინების შემდეგ, ადგილზე ორი პოლიციის ეკიპაჟი და მაშველები მივიდნენ. ადგილზე ამოუცნობი ცხოველის ნაცვლად, წავი დახვდათ. როგორც სამაშველო სამსახურში გვითხრეს, დიდი ზომის წავი აიყვანეს და ახლომდებარე ტყეში გაუშვეს.

კვერნისებრთა ოჯახის მტაცებელი ძუძუმწოვარი წავი (Lutra lutra) ევრაზიის მთელ კონტინენტზე საკმაოდ გავრცელებულია, მაგრამ საქართველოში ის წითელ ნუსხაშია შეტანილი, როგორც - გადაშენების პირას მყოფი სახეობა.

წავი საქართველოში დიდწილად ამფიბიებით, რეპტილიებითა და მცირე ზომის თევზის სახეობებით იკვებებიან.

ვიდეო: ლეღვა

წავი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი