ქობულეთში გუშინ საღამოდან გადაუღებლად წვიმს. უხვი ნალექის შედეგად რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში განვითარდა მეწყრული პროცესები. ადიდებულია მდინარე აჭყვა. მდინარემ კალაპოტის მაქსიმუმ ნიშნულს მიაღწია. წვიმის შედეგად დაიტბორა გელაურის დასახლებაში საცხოვრებელი სახლების ეზოები. ქობულეთის მერიაში შექმნილია სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი, რომელიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულს მდგომარეობას სწავლობს.
შტაბის წევრები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. მიმდინარეობს არსებული მდგომარეობის შესწავლა.