დედა ამტკიცებს, რომ 5 თვის შვილი მეუღლემ გაიტაცა და ბათუმი დატოვა

01 ნოემბერი 2019, 22:51 9999 ნახვა

დედა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უყვება, რომ 5 თვის შვილი მეუღლემ გაიტაცა და სავარაუდოდ, საქართველო უკვე დატოვა. ბელორუსის მოქალაქე იხსენებს, რომ 24 ოქტომბერს ქმარმა, რომელიც ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეა, 5 თვის ბიჭი წაიყვანა და მას შემდეგ აღარ უნახავს. 

ქალს ეჭვი აქვს, რომ ახალშობილის გატაცება ქორწინებამდე ჰქონდათ დაგეგმილი, პროცესებში კი მეუღლის მშობლებიც იყვნენ ჩართულები. ის ყვება, რომ სავარაუდოდ, ბავშვს ჩინეთში ჩაიყვანენ და ჩვილს დიდი თანხის სანაცვლოდ სხვას გადასცემენ. 

ახალგაზრდა ქალი დახმარებას საქართველოს მთავრობას სთხოვს. შვილის დასაბრუნებლად საქმეში  საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვა სურს.

დაზარალებულმა პოლიციას უკვე მიმართა. როგორც თავად ჰყვება, სამართალდამცავებმა მას განუმარტეს, რომ საზღვარი ქმარმა და მეუღლის მშობლებმა ნამდვილად დატოვეს, თუმცა იყო თუ არა მათთან ერთად ბავშვი, დედა ამ საკითხზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ საუბრობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. რა მუხლით დაიწყო გამოძიება ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი