პრემიერი: “მიზანმიმართული შეტევა სახელმწიფოსა და ეკლესიაზე”

01 ნოემბერი 2019, 20:15 1571 ნახვა

საპატრიარქოში და საპატრიარქოს ირგვლივ გაკეთებული სკანდალური განცხადებების ფონზე, არანაკლებ ხმაურიანი განცხადება გააკეთა დღეს გიორგი გახარიამ. პრემიერ-მინისტრმა პატრიარქის მიმართ მეუფე პეტრეს ბრალდება 20 ივნისის "რევოლუციურ სცენარს დაუკავშირა". ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

მანამდე კი საპატრიარქოში მივიდა, სადაც 10 წუთი იმყოფებოდა, შესაბამისად უცნობია რა უთხრა მან პატრიარქს, ან რა უთხრა მას პატრიარქმა. გახარიას მსგავსი რიტორიკა გაიმეორა იუსტიციის მინისტრმაც. თეა წულუკიანმაც მიზანმიმართულ დესტრუქციაზე ისაუბრა.

პეტრე ცაავამ კი მთავრობის ბრალდებები  პოლიტიკურ ფარისევლობად და წინასაარჩევნო განცხადებებად შეაფასა.  საპასუხო განცხადებები გაკეთდა ოპოზიციაშიც.

სალომე სამადაშვილი საპარლამენტო საგამოძიებო  კომისიას ითხოვს. მთავრობის მიერ მიზანმიმართულ შეტევად შეფასებული ბრალდებები და რევოლუციური სცენარი, რომლითაც ხელისუფლებას პასუხისმგებლობა ოპოზიციაზე გადააქვს

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში