სინოდის განჩინება და შეფასებები

01 ნოემბერი 2019, 18:06 1224 ნახვა

ეკლესიაში შექმნილი კრიზისი ურთიერთბრალდებების საგანია არამხოლოდ სასულიერო პირებს, არამედ პოლიტიკოსებს შორის. უმცირესობა და უმრავლესობა მართულ პროცესზე საუბრობს. დღეს პრემიერმა განაცხადა, რომ სახელმწიფოზე, ეკლესიასა და კონკრეტულად პატრიარქზე შეტევა მიმდინარეობს.
 

ამბობს, რომ სხვადასხვა სახის პროვოკაციით ცდილობენ ქვეყანას ზიანი მიაყენონ. ოპოზიცია კი თავად ხელისუფლებას სდებს ბრალს საეკლესიო გადატრიალებაში. უმცირესობა ისევ ითხოვს მიმდინარე პროცესებზე გამოძიების დაწყებას. 

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში