ჭადრაკში ევროპის გუნდური ჩემპიონატის დასრულებამდე 2 დღეა დარჩენილი და მოჭადრაკეებს ორი პარტია აქვთ სათამაშო. გამარჯვებული ქვეყნების გამოსავლენად მატჩებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. დღეს ქალთა პირველი ნაკრები, რომელიც ჯერჯერობით მეორე ადგილზეა უძლიერეს უკრაინის გუნდს ხვდება, მე-5 პოზიციაზე მყოფი ქალთა მეორე ნაკრები კი, იტალიას. ახალგაზრდული ნაკრები გერმანიას დაუპირისპირდება.
რაც შეეხება ვაჟებს, პირველი ნაკრები ისრაელს, ახალგაზრდებით დაკომპლექტებული გუნდი კი, იტალიას შეხვდება.
ჩემპიონატის მე-7 ტურის შეხვედრაში ქალთა პირველმა ნაკრებმა აზერბაიჯანის გუნდთან ყაიმით 2-2 ითამაშა. მეორე ნაკრები უკრაინასთან დამარცხდა, მათ 4 დან 1.5 ქულის მოგროვება შეძლეს. 2.5 ქულით იმარჯვა ქალთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ნორვეგიის გუნდთან.
რაც შეეხება ვაჟთა უფროსს ნაკრებს. ქართველებმა ფრედ დაასრულეს თამაში ნორვეგიის გუნდთან ანგარიშით 2:2 . ახალგაზრდულმა ნაკრებმა კი, 2.5 ქულით სლოვაკეთის ნაკრებს სძლია.