ქობულეთში ავარიას ორი მე-12 კლასელის სიცოცხლე ემსხვერპლა - დაშავებულია კიდევ ოთხი

29 ოქტომბერი 2019, 14:20 15047 ნახვა

სოფელ ქობულეთში ავარიას ორი  მე-12 კლასელის სიცოცხლე ემსხვერპლა - დაშავებულია კიდევ  4 სკოლის მოსწავლე. ინფორმაცია სოფლის რწმუნებულმა მოგვაწოდა. მისი თქმით,  მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც თანაკლასელები  ისხდნენ  ხეს შეეჯახა.   სულხან შავიშვილი ამბობს, რომ მსუბუქი ავტომობილი გზიდან იყო გადასული.

დაშავებულები   ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან ორი მოსწავლის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო ორის მსუბუქი. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  276-ე მუხლით დაიწყო, რაც  ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი