რატომ გადააყენეს თანამდებობიდან სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე?

28 ოქტომბერი 2019, 20:03 2156 ნახვა

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მამუკა თურმანიძე მის მიერ დაშვებულ შესაძლო დარღვევებს კატეგორიულად უარყოფს, მინისტრი კი დეტალებს არ აზუსტებს, მაგრამ ნაკლოვანებებზე საუბრობს. იგი არც იმას გამორიცხავს რომ თანამდებობა თავადაც დატოვოს, მაგრამ ირწმუნება, რომ ჯერ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.

თხილი, ხურმა, მანდარინი, ნივრის პროგრამა, მოუმზადებელი და ხარვეზებით განხორციელებული პროექტები და შესაძლო დარღვევები - მინისტრის მოსალოდნელ გათავისუფლებაზე საუბრობენ ოპოზიციაშიც.

რაც შეეხება მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძე მოკლე კომენტარით შემოიფარგლა, საზოგადოებისთვის  მეტი ინფორმაციის მიწოდება არ ისურვა და თქვა რომ ასე ჩათვალა საჭიროდ.

რა ხდება აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში?

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი