ბათუმის მერიამ მანსარდზე სართულის დაშენების ნებართვა გასცა - 70 ოჯახი ასაჩივრებს

28 ოქტომბერი 2019, 20:08 4250 ნახვა

ბათუმში, გენერალ აბაშიძის #3 მცხოვრებლები კორპუსზე მეშვიდე სართულის დაშენებას აპროტესტებენ.  მოქალაქეები ყვებიან, რომ მეზობელმა მშენებლობა ისე დაიწყო, ამხანაგობის ნებართვა არ მიუღია. ამის მიუხედავად კი, მათივე ცნობით, პროექტი მერიამ დაუმტკიცა.

შენობას ერთი სართული - მანსარდი, რამდენიმე წლის წინ მათი თანხმობით დააშენეს, თუმცა კიდევ ერთ სართულს, მათი შეფასებით, საცხოვრებელი  ვერ გაუძლებს.

ამბობენ, რომ  მეზობელმა  მერიას ამხანაგობის თანხმობის გაყალბებული  ოქმი წარუდგინა. მათ მიმართეს მერიასაც, თუმცა კონკრეტული პასუხები ვერ მიიღეს.
 

ბათუმის მერიაში  სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთეს, სატელეფონო საუბრისას კი  აღნიშნეს, რომ  ნებართვა ყველა საჭირო დოკუმენტის  წარმოდგენის შემდეგ გაიცა და თუ  მოსახლეობას ნამდვილობაში ეჭვი ეპარება, შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს უნდა მიმართონ.  

სასამართლოსთვის მიმართვას მართლაც აპირებს 70-მდე ოჯახი. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში