სარეაბილიტაციო სამუშაოები გიორგი ბრწყინვალის ქუჩაზე. პროექტით გათვალისწინებულია გზის სავალი ნაწილისა და ტროტუარების რეაბილიტაცია. კაეფ დაბლიუს პროექტის ფარგლებში უკვე მოეწყო ცენტრალური წყალგამდარებისა და სანიაღვრე სისტემა. პროექტის ღირებულება 4 მილიონ 982 ათას 773 ლარია. ქუჩის სრული რეაბილიტაცია ხუთ თვეში დასრულდება.