ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის - ბათუმში მდგრადი განვითარების მიზნების გამოფენა ჩატარდა. კომპანიებმა საზოგადოებას, მდგრადი განვითარების კუთხით განხორციელებულ აქტივობები და პროექტები გააცნეს.
პარალელურად გაიმართა დისკუსია, სადაც მონაწილეებმა ბიზნესის ჩართულობასა და მულტისექტორული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ღონისძიება, არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდამ“ კომპანია „ჯეპრას“ ორგანიზებითა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით გამართა.