გურჯაანში ხანძარს 60 წლამდე ქალი ემსხვერპლა. ხანძარი ორსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. ცეცხლმა მთლიანად გაანადგურდა საოჯახო ტექნიკა და ავეჯი.
ადგილზე კახეთის ოთხი მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟი მუშაობდა. ცეცხლი საცხოვრებელში სწრაფად გავრცელდა, რის გამოც მეხანძრე-მაშველებმა ქალის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.
ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.