ბათუმში, გორგასლის 24 ნომერში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. საცხოვრებელი სახლი XX ს-ის დასაწყისშია აგებული. ძეგლის რეაბილიტაციის პროექტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ 2 წლის წინ შეიძინა და სამუშაოებისთვის 300 ათას ლარზე მეტია გათვალისწინებული.
უწყების ინფორმაციით, მომავალ წელს ავარიული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტების შეძენა იგეგმება.