თურქეთ-სირიის საზღვარზე 35-კილომეტრიან ზონას თურქეთის წარმომადგენლებთან ერთად, რუსული სამხედრო შენაერთები გააკონტროლებენ - 10-პუნქტიანი შეთანხმება რეჯეპ ტაიპ ერდოღანსა და ვლადიმერ პუტინს შორის სოჭში გუშინ შედგა. ადგილობრივ ქურთ მოსახლეობას კიდევ ერთი კვირა მიეცემა ბუფერული ზონის დასატოვებლად.
თურქეთმა სირიის ჩრდილოეთით სამხედრო ოპერაცია 9 ოქტომბერს დაიწყო, მას შემდეგ რაც ტერიტორია ტრამპის გადაწყვეტილებით ამერიკულმა ჯარმა დატოვა. ამის გამო აშშ-ის კონგრესში უკმაყოფილება დღესაც გამოხატეს. ფიქრობენ, რომ აშშ-მ რეგიონში თავისი პოზიციები დათმო, რუსეთის გავლენა კი გაიზარდა.