რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა

23 ოქტომბერი 2019, 12:22 1707 ნახვა

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა შუახევში. დეპუტატებმა  მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან ერთად მაღალმთიან რეგიონებში არსებული პრობლემები განიხილეს. მათ შორისაა ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა.  გაირკვა,  რომ გზის მშენებლობა  2020 წელს დაიწყება.  რაც  შესაძლოა  მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის გზებზე დამონტაჟდეს სასწორები.

პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ანზორ   ბოლქვაძემ,   შუახევის კულტურის სახლის რეაბილიტაციასა და ბაგა ბაღებში დასაქმებული პერსონალის დაბალ ანაზღაურებაზე ისაუბრა. მერებს კითხვები ჰქონდათ, იალაღების ელექტრომომარაგების, კავშირგაბმულობის პრობლემებზე და საშეშე მასალით მოსახლეობის  უზრუნველყოფაზე. პრობლემად დასახელდა მთიანეთის  გამრიცხველიანების საკითხიც.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი