ბათუმში ოთხი ქუჩის მოსახლეობას ამ დრომდე ბუნებრივი გაზი არ მიეწოდება. შეზღუდვა არის ტაბიძის, ლეონიძის, რურუას და გენერალ ასლან აბაძიძის ქუჩებზე. ''სოკარ ჯორჯია გაზის'' ინფორმაციით, ავარია უკვე ლიკვიდირებულია და მალე დაიწყება ჩართვის პროცესი.
გუშინ სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, ''ბათუმის წყალმა'' მილი დააზიანა, რის გამოც ბუნებრივი აირის მიწოდება ავარიულად შეწყდა.