თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვადის ამოწურვის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები პირობას არ შეასრულებს, ისინი სირიის ჩრდილოეთ რეგიონში სამხედრო ოპერაციას განაახლებენ.
რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განმარტებით, ქურთული თავდაცვითი რაზმის დანაყოფებმა უნდა დატოვონ "უსაფრთხო ზონა", რომლის შექმნაც საზღვრის გასწვრივ სურთ.
120 საათიანი დროებითი ზავის ვადა, რომელსაც თურქეთი აშშ-ს სანქციების გავლენის გამო დათანხმდა დღეს იწურება.
17 ოქტომბერს, აშშ-ვიცე პრეზიდენტთან და სახელმწიფო მდივანთან გამართული შეხვედრის შემდეგ ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ ხუთი დღით შეჩერდა, ქურთ მოსახლეობას, რომელთა ნაწილს თურქეთი ტერორისტებად მიიჩნევს, მიეცათ დრო, დატოვონ 35 კილომეტრიანი სასაზღვრო ზონა რის შემდეგაც ტერიტორიას უკვე სავარაუდოდ თურქული სამხედრო შენაერთები გააკონტროლებენ.
ინფორმაციას "როიტერი" ავრცელებს.