ბათუმის ბულვარის მიმდებარედ ახალი ვიზუალის და ფორმის ჯიხურები გამოჩნდა

21 ოქტომბერი 2019, 20:03 1989 ნახვა

ბათუმის ბულვარის მიმდებარედ ახალი ვიზუალის და ფორმის ჯიხურები გამოჩნდა. ახალი ჯიხურები ქალაქის ამ ნაწილში თითქმის ყოველ ახალ სეზონზე გვხვდება. თან სხვადასხვა ფორმის, მასალის და სხვადასხვა ზომის. პროდუქტის და სუვენირების რეალიზაციისთვის განკუთვნილი ჯიხურების ვიზუალი ბათუმში წლებია განხილვის საგანია.  
 

გვახსოვს პროტესტი უსახური ჯიხურების გამო, გვახსოვს წიგნის ფორმის ობიექტები და სხვადასხვა ტიპის მინის კომერციული ჯიხურები.

ვინ და რის მიხედვით არჩევს ქალაქის მთავარი ტურისტული ზონისთვის სარეალიზაციო ჯიხურებს?

არარსებული ერთიანი კონცეფცია და ჭრელი სანაპირო სხვადასხვა ჯიხურის და წლების კვალდაკვალ.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში