მოძრაობა "შეცვალეს" წევრებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა - აქცია ნატახტარის გზაზე

19 ოქტომბერი 2019, 20:10 1596 ნახვა

ნატახტრის გზაზე, სადაც მოძრაობა „შეცვალე“ მცოცავ ოკუპაციას აპროტესტებს, ორგანიზატორებსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, გიორგი მსხალაიას განცხადებით, პოლიციამ მათ აქციის გამართვის საშუალება არ მისცა. შელაპარაკება მცირე ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა.

როგორც მოძრაობის წევრები ამბობენ, ზებრა გადასასვლელზე გადაადგილებისას ისინი პოლიციელებმა ხელში აიყვანეს და გზის სავალი ნაწილიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. სამართალდამცველების ინფორმაციით კი, პროტესტის უფლება ყველას აქვს, თუმცა მაგისტრალზე გაჩერება და მოძრაობის შეფერხება არ შეიძლება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი