რა პრობლემებს აწყდებიან ქართველი მეზღვაურები საერთაშორისო ბაზარზე დასაქმების კუთხით?- აჭარის დასაქმების სააგენტომ შრომის ბაზარი გამოიკვლია. კვლევაში მოხვდა, როგორც ტვირთმზიდი ასევე საკრუიზო მიმართულებით დასაქმება. კვლევის თანახმად საკრუიზო მიმართულებით ქართველ მეზღვაურებს მაღალანაზღაურებად სამსახურში დასაქმების მეტი პოტენციალი აქვთ.
მეზღვაურებისთვის გამოწვევად რჩება პრაქტიკის გავლის შესაძლებლობა და უცხო ენის ცოდნა. გამოიკვეთა, რომ სამგზავრო ლაინერებზე დასაქმებულთათვის საქართველოში საგანმანათლებლო პროგრამა არ ხორციელდება. კვლევის მიზანი საზღვაო შრომის ბაზრის კომპეტენციის შესახებ ინფორმაციის მოძიება, არსებული პრობლემების მოძიება და მათი გადაჭრის გზების პოვნაა.