ამერიკასა და ანკარას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად სირიის ქალაქ რას-ელ-აინში აფეთქებების ხმა ისმის.
უცხოური მედიის ცნობით, ჭურვებს საზღვრისპირა ქალაქში თურქული მხარე დღეს დილიდან ისვრის.
გუშინ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა, ანკარაში თურქეთის პრეზიდენტ ტაიპ ერდოღანთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ მხარეთა შეთანხმების ცეცხლი 120 საათით შეწყდება, რათა ქურთების სახალხო შენაერთები უსაფრთხო ზონიდან გავიდნენ.
ინფორმაციას როიტერი ავრცელებს.