ანაკლიის პორტის ბუნდოვანი მომავალი

15 ოქტომბერი 2019, 18:00 1237 ნახვა

შეუწყვეტს თუ არა მთავრობა ანაკლიის კონსორციუმს ხელშეკრულებას, ხვალ გახდება ცნობილი. სააგენტოს შუალედური ვალდებულებების შესრულების ვადა რამდენიმე წუთის წინ ამოეწურა.  პორტის მშენებლობის საკითხზე ურთიერთბრალდებები დღესაც გაგრძელდა. მაია ცქიტიშვილი კონსორციუმს მოუწოდებს, გაასაჯაროვონ იმ წერილის დეტალები, რომლითაც სამინისტროს მიმართეს და რომელსაც  ვიცე-პრემიერი იწუნებს. ამბობს, რომ, მასში არ არის ასახული კონკრეტული გეგმები და ხედვები. არც ამ წერილის გასაჯაროვებას და არც ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის არანაირი დოკუმენტაციის ჩაბარებას  არ აპირებს თავად კონსორციუმის მენეჯმენტი.

თემა დღეს პოლიტიკური შეფასებებისა და კრიტიკის საგანი იყო. ოპოზიცია ამბობს, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ანაკლიის პროექტი ვერ განხორციელდება. მმართველი გუნდის წევრები კი ამბობენ, რომ პროექტის წარმატებისთვის მთავრობა ყველაფერს აკეთებს.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი