შენობა-ნაგებობის ესთეტიკური მახასიათებლების დადგენის წესები - შეხვედრა კერძო სექტორთან

09 დეკემბერი 2025, 14:09 103 ნახვა

საქართველოში შენობა-ნაგებობის ესთეტიკური მახასიათებლების დადგენის წესები და პირობები წარუდგინა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კერძო სექტორის წარმომადგენლებს.

რეგულაციას დაექვემდებარება როგორც ახალი მშენებლობები, ასევე, არსებული შენობების რეკონსტრუქციები და დაგეგმილი რეაბილიტაციები.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი რეგულაციით დადგინდება შენობა-ნაგებობების ექსტერიერის ელემენტების მიმართ ესთეტიკური პარამეტრები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში