ღია წერილი ჰესების მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით

06 სექტემბერი 2016, 00:00 4063 ნახვა

ჰესების მშენებლობის შეჩერების თხოვნით ხულოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მცხოვრებლები აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ღია წერილით მიმართავენ. ღურტის, დიაკონიძეების, ოქრუაშვილების, ვაშლოვანის, სხალთისა და კვატიის მცხოვრებლები მთის მდინარეებზე ყველა ჰესის მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ, სანამ არ დაიდება სამთავრობო დასკვნა. მათი მოთხოვნაა ასევე გასაჯაროვდეს ჰესების მშენებლობაზე მომუშავე კომპანიების ვინაობა, გვირაბებიდან დაშორებული სახლების მდგომარეობა სეისმოლოგებმა შეისწავლონ და დაზარლებულებმა კომპენსაცია მიიღონ. ღია წერილს ხელს 254 ოჯახი აწერს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი