ტრამპი ერდოღანს სანქციებით ემუქრება და სთხოვს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი

15 ოქტომბერი 2019, 11:31 2887 ნახვა

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და თურქეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, სადაც ტრამპმა ერდოღანს მოსთხოვა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი.  სამხედრო ქმედებისთვის კი მას სანქციების დაკისრებით დაემუქრა - ინფორმაციას როიტერი ავრცელებს. 

 

 

Statement from President Donald J. Trump Regarding Turkey’s Actions in Northeast Syria pic.twitter.com/ZCQC7nzmME

— Donald J. Trump (@realDonaldTrump) October 14, 2019

 

ვაშინგტონი გეგმავს, თურქეთიდან შემოსულ ლითონზე ტარიფი 50%-მდე გაზარდოს. თურქეთთან 100 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სავაჭრო შეთანხმების ირგვლივ მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ შეწყდება. ვაშინგტონი ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს ნებისმიერ იმ პირს, ვინც „სირიაში ამ საშინელ მოქმედებებს უწყობს ხელს.“ დონალდ ტრამპი დოკუმენტში კვლავ იმუქრება, რომ ის თურქეთის ეკონომიკას გაანადგურებს. 

დონალდ ტრამპი თვითზე წერს, რომ მალევე მოაწერს დოკუმენტს ხელს, თუ არ შეწყდება დაუყოვნებლივ ცეცხლი. 

ბოლო ინფორმაციით, რომელსაც თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს, სირიის ჩრდილოეთში ქურთული სამხედრო ჯგუფების 595 მებრძოლი განეიტრალდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი