''ბიზანტიოლოგიის“ საერთაშორისო კონფერენციის დახურვის ცერემონიალს, საბერძნეთის ელჩი დაესწრო. დიმიტრიუს კარაბალისმა, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოიეში გამოფენა სახელწოდებით, „პონტოელ ბერძენთა ცხოვრება აჭარაში“ დაათვალიერა.
დოკუმენტურ ფოტო - მასალაზე ბერძენთა პორტრეტები, მათი ცხოვრება, სამლოცველოები და საცხოვრებლებია ასახული. შავი ზღვის ქვეყნების კულტურათა გზაჯვარედინი მეოთხე - მეთხუთმეტე საუკუნეებში - ამ თემებზე, კონფერენცია ბათუმში 3 დღე გრძელდებოდა. შეხვედრებს ამერიკელი, გერმანელი, ინგლისელი, თურქი და ბერძენი მკვლევარები, მათ შორის უცხოელი ქართველოლოგები ესწრებოდნენ.
მოეწყო კალიგრაფისტ გიორგი სისაურის ნამუშევრების გამოფენა „ანბანთქება“. აჩვენეს პროფესორ მალხაზ ჩოხარაძის დოკუმენტური ფილმი „ამბავი თორმეტი სავანისა“.