იაპონიაში ტაიფუნს 19 ადამიანი ემსხვერპლა

13 ოქტომბერი 2019, 11:00 2997 ნახვა

იაპონიაში ბოლო 60 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერ ტაიფუნს 19 ადამიანი ემსხვერპლა. 16 კი  დაკარგულად ითვლება. ტოკიოს სანაპიროსთან, პანამის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი ჩაიძირა, ეკიპაჟის 12 წევრიდან ერთი დაიღუპა, შვიდს კი ეძებენ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სტიქიამ ყველაზე მეტად ცენტრალური იაპონიის ქალაქი ნაგანო დააზარალა, სადაც მდინარე ჩიკუმას ნაპირსამაგრები ჩამოინგრა და ქალაქის დიდი ნაწილი დაიტბორა.

ზოგიერთ ნაწილში წყლის დონე 5 მეტრს აღემატება. ამ დრომდე ნახევარ მილიონამდე ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

წყალდიდობისა და მეწყერის საფრთხის გამო, შვიდ მილიონზე მეტ ადამიანს საცხოვრებელი სახლების მიტოვება მოუწია.

შეწყვეტილია სარკინიგზო მიმოსვლა. გაუქმდა ათასზე მეტი ავიარეისი. მეტეოროლოგების ცნობით, ამჟამად ტაიფუნმა ჩრდილო-აღმოსავლეთით, ზღვისკენ აიღო გეზი და კუნძულ ჰოკაიდოსკენ მიემართება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი