სირიაში კონფლიქტს 30 სამოქალაქო ადამიანი ემსხვერპლა

12 ოქტომბერი 2019, 20:25 1750 ნახვა

სირიის ტერიტორიაზე თურქეთის ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ დაწყების შემდეგ სულ ცოტა 30 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, საკუთარი სახლების დატოვება 200  ადამიანზე მეტს მოუწია. ამ ეტაპზე საბრძოლო მოქმედებები ქალაქ რას ალ-აინში მიმდინარეობს. თურქეთი ამტკიცებს, რომ ქალაქი დაიპყრო, თუმცა ქურთული ძალები ამას უარყოფენ.

თურქულმა მხარემ ბრძოლების შედეგად 1 ჯარისკაცის სიკვდილი და სამის დაჭრა დაადასტურა. სირიის სახელმწიფო ჯარმა, რომელიც ოპერაციაში თურქეთთან ერთად მონაწილეობს 4 დღის განმავლობაშ 49 მებრძოლი დაკარგა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი