კარდიოქირურგიის შესახებ სამედიცინო კონფერენცია, სამედიცინო ცენტრ „მედინაში“ გაიმართა. მედიკოსებმა, 3 წლის ანგარიში წარადგინეს.
მათი თქმით, დაწესებულებაში გაწეული სამედიცინო დახმარებები წარმატებული შედეგებით დასრულდა. „მედინას“ კარდიოდეპარტამენტით წელს, 1200-ზე მეტმა პაციენტმა ისარგებლა.