დევნილების ნაწილი საცხოვრებელი სახლებით დაკმაყოფილების მოთხოვნით ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას აგრძელებს. შეკრებილები აცხადებენ, რომ მათგან მხოლოდ ორმა პირმა შეძლო კომისიის მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების დაკმაყოფილება, რომლებსაც სამოთახიანი ბინები გადაეცემათ.
მათი თქმით, სოციალური მომსახურების სააგენტოს მათთვის ისეთი კრიტერიუმები აქვს დაწესებული, რისი დაკმაყოფილებაც რთულია.