კალიფორნიაში ტყის მასივი იწვის - ევაკუირებულია 100 ათასი ადამიანი

12 ოქტომბერი 2019, 13:30 2193 ნახვა

კალიფორნიაში ტყის ძლიერი ხანძარია.  გავრცელებული ინფორმაციით ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მამაკაცი გულის შეტევით მაშინ გარდაიცვალა, როცა საკუთარ საცხოვრებელ სახლზე ცეცხლის ჩაქრობას ცდილობდა. 

ძლიერი ხანძრის გამო ლოს-ანჯელესში რამდენიმე ათეული სახლი დაიწვა. ცეცხლმა უკვე გადაწვა 3 ათასი ჰექტარი მიწის ნაკვეთი. 

სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის ქრობას მაღალი ტემპერატურა და ქარი აფერხებს.

სტიქიის გამო, კალიფორნიის გუბერნატორმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ინფორმაციას სააგენტო "როიტერი" ავრცელებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი