სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings -მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი ბიჯით, გააუმჯობესა. ფინანსთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნეს, რომ რეიტინგის გაუმჯობესება პოზიტიური ფაქტორია, რაც კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების და ინვესტორების ნდობას და პოზიტიურად აისახება ქვეყნის ბიზნესგარემოზე.
სარეიტინგო სააგენტო საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესების მთავარ მიზეზად, საგარეო შოკებისადმი მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ მდგრადობას ასახელებს.
ფოტო: სოციალური ქსელი