მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, რომელიც უკვე რეგისტრირებულია და საარჩევნო ნომერიც აქვს მინიჭებული - შესაძლოა, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღოს. ეს შემთხვევა ლეონიდ ჩერნოვეცკის ეხება. “ახალგაზრდა იურისტების” ვარაუდით, ის არ ფლობს ქართულ ენას, რაც კანდიდატს საარჩევნო კოდექსით მოეთხოვება. საიამ უკვე მიმართა ქობულეთის 81-ე საოლქო საარჩევნო კომისიას, მოიკვლიოს ჩერნოვეცკის რეგისტრაციის კანონიერება. არასამთავრობო ორგანიზაციას ცესკოში პასუხობენ.