"ტორპედოს" ფეხბურთელებმა ვარჯიში შეწყვიტეს - სპორტი „მთავარში“ 

09 ოქტომბერი 2019, 18:39 1491 ნახვა

"კლუბში და საწვრთნელ ბაზაზე შექმნილი გაუსაძლისი პირობების გამო "ტორპედოს" ფეხბურთელებმა ვარჯიში შეწყვიტეს"- აღნიშნული ინფორმაცია საფეხბურთო კლუბმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა.ქუთაისის „ტორპედოში“ შექმნილ მძიმე სიტუაციაზე კლუბის წევრები ერთი თვის წინაც საუბრობდნენ. მაშინ ფეხბურთელები ამბობდნენ, რომ 7 თვის ხელფასები ჰქონდათ აუღებელი.

გუნდის კაპიტნის განცხადებით, ისინი გაუსაძლის პირობებში არიან და ეს ნაბიჯი მცდელობაა, რომ გუნდს ყურადღება მიაქციონ კლუბი ბიზნესმენის, ზაზა ჩაჩავას საკუთრებაში იყო, მაგრამ გუნდის წინაშე არსებული დავალიანების გამო, ქუთაისის მერიამ მასთან ხელშეკრულების გაწყვეტა და „ტორპედოს“ ჩამორთმევა გადაწყვიტა. ჩაჩავამ სასამართლო დავა წამოიწყო.

სპორტის სიახლეებზე ნახეთ ია სართანიას დაიჯესტი.

ია სართანია
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი