თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი ადასტურებს, რომ ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო. ინფორმაცია რეჯეპ ტაი ერდოღანმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა.
"ჩვენი მიზანია განადგურდეს ტერორის დერეფანი, რომელიც ცდილობს ჩვენს სამხრეთ საზღვარზე ჩამოყალიბდეს და რეგიონში მშვიდობა დამყარდეს"- წერს თურქეთის პრეზიდენტი.
რამდენიმე დღის წინ თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ თურქეთის სამხედრო ოპერაციას ხელს არ შეუშლიდა, მაგრამ არც მასში მონაწილეობას აპირებს. გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკამ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხედროები გაიყვანა.