სახლის უნებართვოდ ნგრევისთვის ბათუმის მერიამ კომპანია გააფრთხილა 

08 ოქტომბერი 2019, 16:55 2437 ნახვა

ქალაქის ცენტრში ისტორიულ სახლს დღეს დილიდან ანგრევენ. აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაარკვია, რომ კომპანიას გორგილაძის 116 ნომერში ობიექტის დემონტაჟის უფლება არ ჰქონდა. ბათუმის მერიაში გვითხრეს, რომ MJM Group-ს სამუშაოებისთვის ნებართვა არ მიუღია, ამიტომ დემონტაჟი შეაჩერებინეს და კომპანია გააფრთხილეს. 

გორგილაძის ქუჩაზე სახლის ნგრევის გამო, მტვერი იყო. 

ორსართულიანი სახლი, რამდენიმე თვეა უკვე ცარიელია. ოჯახები გასულ წელს ქირით გაიყვანეს, სანაცვლოდ კი დაჰპირდნენ, რომ მრავალსართულიან კორპუსში ბინებს გადასცემდნენ. სახლი კი, იმავე ადგილას, გორგილაძის 116 ნომერში აშენდებოდა. კომპანიამ მერიას 25 სართულიანი კორპუსის ასაშენებლად ნებართვა სთხოვა, თუმცა მერიისგან უარი მიიღო. მას შემდეგ ახალი პროექტი არ შეუტანიათ. 

აჭარის მაუწყებელი MJM Group-ს დაუკავშირდა, კომპანიაში ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ. 

სახლში გასულ საუკუნეში ბრიტანელი ჯარისკაცები ცხოვრობდნენ. 

გორგილაძის ქუჩაზე, ბოლო 5 წლის განმავლობაში რამდენიმე მრავალსართულიანი კორპუსი აშენდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი