სომხეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. გიორგი კვირიკაშვილი უკვე შეხვდა სომხეთის პრემიერ-მინისტრს. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, პირისპირ საუბრის დროს ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა საქართველო-სომხეთს შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროში არსებული თანამშრომლობა განიხილეს.საქართველოს მთავრობის მეთაური შეხვედრებს გამართავს სომხეთის პრეზიდენტთანაც. დახვედრის ოფიციალური ცერემონია ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა, სადაც გიორგი კვირიკაშვილს სომეხი კოლეგა დახვდა.