,,ბათუმი - ქართული ევროპული ქალაქი“ -აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში გამოფენა და საჯარო ლექცია გაიმართა. ლექციის თემა იყო XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ბათუმში მოქმედი საკონსულოები და ცნობილი ევროპელების კავშირი ბათუმთან.
პარალელურად პროფესორ ოთარ გოგოლიშვილის წიგნების ,,საქართველო-ევროპის ურთიერთობის ისტორიიდან“ და ,,უცხოელი ავტორები მე-19 საუკუნის ბათუმის შესახებ“ პრეზენტაცია მოეწყო. ღონისძიება ევროპული მემკვიდრეობის დღეების ფარგლებში გაიმართა