საქართველო სიჩუმის კომპოზიტორს გია ყანჩელს დაემშვიდობა. კომპოზიტორი დიდუბის პანთეონში ცოტა ხნის წინ დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდი რუსთაველის თეატრში გაიმართა. ქართველი კომპოზიტორი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გია ყანჩელის პატივსაცემად შტ. ჟაცობს-ის სახელობის უძველესი ეკლესიის სამრეკლოს ყველაზე მაღალი წერტილიდან მისი უკვდავი ნაწარმოებები აჟღერდა. ქართული ნაწარმოების ჰააგის მთავარ სამრეკლოში ცოცხლად შესრულების იდეის ავტორია ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ერეკლე კოპლატაძე.