კომპოზიტორ გია ყანჩელს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ. რუსთაველის თეატრიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ . ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის პატივსაცემად St. Jacobs-ის სახელობის უძველესი ეკლესიის სამრეკლოს ყველაზე მაღალი წერტილიდან მისი უკვდავი ნაწარმოებები აჟღერდა.
ქართული ნაწარმოების ჰააგის მთავარ სამრეკლოში ცოცხლად შესრულების იდეის ავტორია ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ერეკლე კოპლატაძე. გია ყანჩელი84 წლის ასაკში გარდაიცვალა.