„სახალხო ბიუჯეტი“ საარჩევნო წელს - რა კითხვები გააჩინა ქედის მერიის ინიციატივამ?

04 ოქტომბერი 2019, 20:03 2244 ნახვა

 ქედის მერია აპირებს 2020 წლის ბიუჯეტში 300 ათასი ლარი მოსახლეობისთვის გაითვალისწინოს.  მერის მოადგილის განმარტებით საუბარია ე.წ. „სახალხო ბიუჯეტზე,“ რამაც უკვე გააჩინა კითხვები. მთავარ ეჭვს  პროექტის განხორციელების თარიღი ბადებს, რადგან საუბარია მომავალ საარჩევნო წელზე.

კითხვები უკვე დასვა „სამართლიანმა არჩევნებმა“ - აქ ღიად ამბობენ, რომ მათი დაკვირვებით მუნიციპალიტეტები უკვე ამზადებენ ისეთ პროექტებს, რომლებიც მომავალში, არჩევნებამდე მოსახლეობის გულის მოგებაზე იქნება ორიენტირებული.  კანონმდებლობის ჩარჩოებში ჩასმული, არჩევნებზე გათვლილი გადაწყვეტილება და სავარაუდო მოსყიდვის მცდელობა, თუ ინიციატივა, რომელიც ქედის მერიამ დღის წესრიგში მხოლოდ წელს დააყენა.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში