საზაფხულო უნივერსიტეტი ბირთვული უსაფრთხოების თემაზე

05 სექტემბერი 2016, 00:00 4390 ნახვა

“ბირთვული გაუვრცელებლობა და ბირთვული უსაფრთხოება, გლობალური გამოწვევები და შესაძლებლობები” - ამ საკითხებზე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზაფხულო უნივერსიტეტი ამოქმედდა. პროექტი მიზნად ისახავს ამ სფეროში, უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტების პროფესორებისა და ექსპერტების კომპეტენციის გაზრდას. პროექტი შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის და თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს ორგანიზებით ხორციელდება. საზაფხულო უნივერსიტეტი 7 სექტემბერს დასრულდება.

ლაშა ველიაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი